საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში მარიუ ბოლის დაბომბვის და დაზარალების გამო. - ამის შესახებ ინფორმაციას ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრნობით cnn ავრცელებს.
ელისეის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა „ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას მაკრონმა მარიუპოლშ არსებული მდგომარეობის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოხატა და პუტის ცეცლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოსთხოვა”
„პრეზიდენტმა [მაკრონმა] პუტინს სთხოვა , რომ მიიღოს კონკრეტული ზომები, ჰუმანიტარული წვდომის, ალყის მოხსნის და ცეცხლის შეწყვეტისთვის.” - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაადანაშაულა თუ არა პუტინმა მაკრონთან საუბრისას უკრაინა ომის დანაშაულებში, ელისემა თქვა: „როგორც მან საჯაროდ განაცხადა, პრეზიდენტმა პუტინმა პასუხისმგებლობა კვლავ უკრაინას დააკისრა”
ელისეს სასახლის ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.