ელიზაბეტ ჰოლმსს Theranos-ის 25 მლნ-იანი ვალის დაბრუნება არ სურს - CNBC

ელიზაბეტ ჰოლმსს Theranos-ის 25 მლნ-იანი ვალის დაბრუნება არ სურს - CNBC

access_time2023-03-27 00:00:38

სტარტაპ Theranos-ის დამფუძნებელს, ელიზაბეტ ჰოლმსს, რომელსაც თაღლითობისთვის შარშან ნოემბერში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია საკუთარი კომპანიისგან მიღებული თანხა. მისი ვალი 25 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

 

ჰოლმსი ახლახან დაესწრო სასამართლო სხდომას. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გასული წლის დეკემბერში მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს. ამჯერად მას საკუთარი კომპანიის წინაშე დავალიანებაში ედება ბრალი.

 

საქმის მასალებში ნათქვამია, რომ ჰოლმსმა 2011 წელს Theranos-ის აღმასრულებელი დირექტორისგან ორი ვექსილი მიიღო, ჯამურად 15 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო 2013 წელს კიდევ 10 მილიონი დოლარი. მას 2016 და 2018 წლებში სრულად უნდა დაეფარა ვალები. მაგრამ 2016 წელს Theranos-მა გადასახადების გადახდის ვადა კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა. პირველ ორ სესხზე ჰოლმსს უკვე ვადაგადაცილება აქვს, მესამე კი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა დაფაროს. მოსარჩელე ირწმუნება, რომ ქალმა თანხის დაბრუნების არაერთი მოთხოვნა უგულებელყო.

 


გასული წლის ნოემბერში ჰოლმსს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ინვესტორების შეცდომაში შეყვანისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან სასჯელის მოხდა 27 აპრილს უნდა დაიწყოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჰოლმსი აგრძელებს ცხოვრებით ტკბობას კომფორტულ სასახლეში, რომლის მოვლის ღირებულება თვეში 13 000 დოლარად არის შეფასებული.

 

2023 წლის დასაწყისში იგი ეჭვმიტანილი იყო შეერთებული შტატების უკანონოდ დატოვების მცდელობაში. რის შემდეგაც მას ჩამოართვეს ცალმხრივი ბილეთი მექსიკის მიმართულებით.

 

თებერვალში მან მეორე შვილი გააჩინა. ამ მოტივით ახლა ადვოკატები სასამართლოს სასჯელის მოხდის დაწყების გადადებას ითხოვენ.

 


თეგები:
Theranos



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up