ელიზაბეტ II სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების ნაწილს პრინც ჩარლზს გადასცემს

ელიზაბეტ II სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების ნაწილს პრინც ჩარლზს გადასცემს

access_time2022-07-03 14:00:48

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის ნაწილის გადასცემს. ამის შესახებ The Sunday Times-ი იტყობინება.


გამოცემამ ასეთი დასკვნა მას შემდეგ გააკეთა, რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ბუკინგემის სასახლის მიერ გამოქვეყნებულ მონარქის ოფიციალურ მოვალეობათა სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. 


მანამდე ის შედგებოდა მოვალეობების 13-პუნქტიანი ჩამონათვლისგან, რომელიც მოიცავდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ დანიშვნას, პარლამენტის ახალი სესიების გახსნაში მონაწილეობას, სახელმწიფო ვიზიტებს და შეხვედრებს გაერთიანებულ სამეფოში და სხვა მოვალეობებს.



ახლა დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ზოგად ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც დედოფალს აქვს „არაერთი საპარლამენტო და დიპლომატიური მოვალეობა“. ამასთან, სასახლის გამოცემის წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ დოკუმენტის „მცირე განახლება“.


მაისში 73 წლის პრინცმა ჩარლზმა პარლამენტის სესიის გახსნაზე პირველად შეცვალა ელიზაბეტ II, რომელიც მისი სახელით სიტყვით გამოვიდა. დედოფალი ამ ცერემონიას 59 წლის განმავლობაში პირველად არ ესწრებოდა. წელს ჩარლზი დედის ნაცვლად ასევე იმყოფებოდა სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც ტრადიციულად მონარქის მონაწილეობას მოითხოვს და ელიზაბეტ II-ის განრიგში იყო.


96 წლის დედოფალს მოგზაურობისა და ხანგრძლივი ღონისძიებების შემდეგ ზურგის ტკივილი და დისკომფორტი აწუხებს. ბოლო აუდიენციის დროს დედოფალმა აღიარა, რომ სიარული უჭირდა, თუმცა ეს ხუმრობად წარმოადგინა. გასული წლის ოქტომბერში ელიზაბეტ II რვა წლის განმავლობაში პირველად მოხვდა საავადმყოფოში, რაც სამედიცინო შემოწმების საჭიროებით აიხსნა. ამის შემდეგ, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, დედოფალმა დროებით უარი თქვა შორეულ მოგზაურობებზე, გაცილებით ნაკლებად იღებდა მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში და პირველად მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებაში ხელჯოხით გამოჩენა დაიწყო. თებერვალში მისმა უდიდებულესობამ კორონავირუსი გადაიტანა.


2022 წელი სამეფოში პლატინის საიუბილეო წელია - ელიზაბეტ II-ის ბრიტანეთის ტახტზე ასვლის 70 წლისთავი.  თარიღი ფართოდ აღინიშნა 2-დან 5 ივნისამდე პერიოდში. თავად დედოფალი ორჯერ გამოჩნდა ბუკინგემის სასახლის აივანზე, მაგრამ გამოტოვა წმინდა პავლეს ტაძარში ღვთისმსახურება და სამეფო რეზიდენციაში მის პატივსაცემად გამართული გალა კონცერტი.


თეგები:
ელიზაბეტ II



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up