ელმავალმშენებელის ქარხანა 19.5 მილიონ ლარად საქართველოს ბანკმა შეიძინა

ელმავალმშენებელის ქარხანა 19.5 მილიონ ლარად საქართველოს ბანკმა შეიძინა

access_time2023-03-22 15:00:29

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 22 ჰექტარის ფართობზე არსებული ელმავალმშენებლის ქარხანა 19.5 მილიონ ლარად განმეორებით აუქციონზე საქართველოს ბანკმა შეიძინა. ობიექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარასკევს გაყიდა, მას შემდეგ რაც პირველი აუქციონი, რომელზეც ქარხნის ქარტივები 49 მილიონ ლარად იყიდებოდა, ჩაიშალა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, ქარხნის აქტივები 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ის 80%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

 

“ელმავალმშენებლის” ქარხანა აუქციონზე გადაუხდელი ვალდებულებების გამო გამოვიდა. საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

 

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, თუკი ისინი არ შეიძენდნენ ამ უძრავ ქონებას, მაშინ ბანკი შესაბამის მოთხოვნის უფლებას დაკარგავდა.



„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწყობილ საჯარო აუქციონზე, სს „ელმავალმშენებლის“ ქონების რეალიზაცია და მის საფუძველზე გამოცემული განკარგულება სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, კრედიტორი - სს „საქართველოს ბანკი“ დაკარგავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აუქციონზე მოვალის ქონება, კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეიძინა სს „საქართველოს ბანკმა“,  აცხადებენ ბანკში.


აქამდე “ელმავალმშენებლის” 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია “ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. თუმცა აუქციონის პარალელურად, ერთი დღით ადრე, 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანასთან დაკავშირებით, შპს „თბილისი ტრანსფერის“ სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების შედეგად შპს „თბილისი ტრანსფერი“ გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე.


კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ აუქციონის ასეთი სახით ჩატარება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და კორუფციაზე მიუთითებს, ამიტომ ის სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. მისი თქმით, ახალი კომპანია საქმიანობის გაგრძელებას და ელმავლების წარმოებას ვერ შეძლებს, თუმცა ალბათ ამის სურვილი არც აქვს, რადგან ჭითანავას ინფორმაციით, ქარხნის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up