ინტერნეტ კორპორაციის Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი შესაძლოა ბაქოში ჩავიდნენ.
ABC.AZ-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ ბეზოსი და მასკი ბაქოში საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ჩავლენ, რომელიც აზერბაიჯანში 2023 წლის 2-6 ოქტომბერს გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ Azercosmos-ის გამგეობის თავმჯდომარემ სამედდინ ასადოვმა აზერბაიჯანში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.