ემ ჯი იურიდიული ოფისი განაგრძობს ზრდას და ახალ პარტნიორად მიესალმება გიორგი სვანაძეს

ემ ჯი იურიდიული ოფისი განაგრძობს ზრდას და ახალ პარტნიორად მიესალმება გიორგი სვანაძეს

access_time2021-07-01 10:55:53

მას შემდეგ, რაც ემ ჯი იურიდიული ოფისი გაერთიანდა ანდერსენ გლობალის ქსელში და დაიწყო მათთან თანამშრომლობა (https://mglaw.ge/2020/12/04/andersen-global-enters-the-georgian-market/), უფროსი პარტნიორების სია გაიზარდა და ნიკოლა მარიანისა და არჩილ გიორგაძესთან ერთად ფირმას შემოუერთდა გიორგი სვანაძე.

ემ ჯი იურიდიული ოფისი გაცნობებთ, რომ დღეიდან გიორგი სვანაძე PhD., LL.M., MLB (Bucerius/WHU) იქნება ფირმის უფროსი პარტნიორი.

გიორგი არის საქართველოში კვალიფიცირებული ადვოკატი, რომელსაც აქვს ბიზნეს და კომერციული სამართლის დარგში მუშაობის თხუთმეტ წელზე მეტი ხნის გამოცდილება. ის სწავლობდა ქართულ, გერმანულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში. თავისი კარიერის განმავლობაში გიორგი ხელმძღვანელობდა იურიდიულ პრაქტიკას ორი დიდი ოთხეულის (Big4) ფირმასა და კიდევ ერთ საერთაშორისო იურიდიულ და აუდიტორულ ფირმაში. ბოლოს გიორგი იყო საქართველოში EY-ს ასოცირებული პარტნიორი და იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა დელოიტის იურიდიულ პრაქტიკას როგორც Deloitte Legal-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ხოლო მანამდე გიორგი მუშაობდა საქართველოს წამყვანი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის იურისტად. გიორგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში ჰამბურგსა და ბერლინში, გერმანიაში.

გიორგი ფირმას შემატებს საქართველოსა და გერმანიაში შეძენილ მრავალმხრივ გამოცდილებასა და ცოდნას. ის არის იურისტი, რომელსაც ენდობიან კლიენტები და რომელიც ყველაზე ეფექტურ გადაჭრის გზებს სთავაზობს მათ.

ემ ჯი იურიდიული ოფისის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი არჩილ გიორგაძე თვლის, რომ „გიორგი ჩვენი ფირმისათვის გამორჩეული შენაძენია. იგი გუნდს შემატებს შეუფასებელ გამოცდილებასა და განახლებულ განწყობას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გიორგის უზარმაზარი როლი ექნება ჩვენი ფირმის სამომავლო განგრძობით წარმატებასა და ზრდაში და ჩვენ შევძლებთ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური გზით მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს“.


ემ ჯი იურიდიული ოფისის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ბატონი ნიკოლა მარიანი აცხადებს: „გიორგი სვანაძისა და ემ ჯი იურიდიული ოფისის თანამშრომლობა კიდევ ერთი მტკიცე განაცხადია ჩვენი მზარდი გეგმების თაობაზე და აუმჯობესებს ჩვენს უნარს, მოვემსახუროთ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს. ჩვენი თანამშრომლობა ანდერსენ გლობალთან, რომელიც წარმოდგენილია 150 ქვეყანაში და აერთიანებს 8,000-ზე მეტ პროფესიონალს, ბრწყინვალე საშუალება იქნება გიორგისთვის, რომ ჩემი და არჩილის მხარდაჭერით მოემსახუროს გლობალურ და ადგილობრივ კლიენტებს და გაზარდოს მათი ჩამონათვალი. გიორგი სვანაძის ჩვენთან შემოერთება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს სურვილს, რომ ჩვენი პრაქტიკა გაფართოვდეს. ასევე დამატებით ვგეგმავთ ნაბიჯებს, რომ რეგიონში ჩვენი საბაზრო წილი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით ანდერსენ გლობალთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად“.

გიორგი სვანაძის განცხადებით „განსაკუთრებულად სასიამოვნო შესაძლებლობაა გახდე ემ ჯი იურიდიული ოფისის პარტნიორი და გქონდეს შესაძლებლობა იმუშავო ნიკოლასთან, არჩილთან და იმ გუნდთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში უმაღლესი დონის პოზიციას იკავებენ ბაზარზე. ანდერსენ გლობალთან ემ ჯი იურიდიული ოფისის თანამშრომლობას ფირმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყავს და დივერსიფიცირებული და კომპლექსური მომსახურებების გაწევის უნიკალურ შესაძლებლობას ქმინს“.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up