ამერიკული მასშტაბური საინვესტიციო გეგმის საპასუხოდ, გვჭირდება სტრატეგია „დამზადებულია ევროპაში“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას გააკეთა. მაკრონის თქმით, ევროპულმა სტრატეგიამ ევროპული ინდუსტრია და სამუშაო ადგილები უნდა დაიცვას.