საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა – მას მხარი ამომრჩევლის 58,54%–მა დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შსს ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
მისი კონკურენტი, „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი მარნ ლე პენი ხმათა 41,46%–ს დასჯერდა. მანამდე ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
პირველ ტურში მაკრონს ამომრჩეველთა ხმების 27,85% ერგო, ხოლო ლე პენს – 23,15%.
ბოლო პრეზიდენტი, ვინც საფრანგეთში მეორე ვადით აირჩიეს, ჟაკ შირაკი იყო (1995–2007 წწ).