საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ფინელ კოლეგა საული ნიინისტოს განუცხადა, რომ საფრანგეთი ფინეთის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ ,,სრულად უჭერს მხარს“.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ფინეთის სუვერენულ არჩევანს, სწრაფად გაწევრიანდეს NATO-ში“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.