საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონს ხელი მოაწერა - ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კანონი უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ ჟურნალში, რაც ავტომატურად დოკუმენტის ამოქმედებას ნიშნავს.
მანამდე კანონი საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომაც დაამტკიცა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე მომინტიგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია - საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.