„ემის“ 73-ე დაჯილდოებაზე „ლაზიერის გამბიტმა“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

„ემის“ 73-ე დაჯილდოებაზე „ლაზიერის გამბიტმა“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

access_time2021-09-20 13:30:00

ლოს ანჯელესში „ემის“ რიგით 73-ე დაჯილდოება გაიმართა. გასული წლის დაჯილდოებისგან განსხვავებით, რომელიც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, წელს მოწვეულ სტუმრებს მთავარი სატელევიზიო პრემიის ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცათ. დაჯილდოებას კომიკოსი სედრიკ „გამრთობი“ მასპინძლობდა.

„ემის“ რიგით 73-ე დაჯილდოება წარმატებული გამოდგა ტელესერიალ „გვირგვინის“ მეოთხე ნაწილისთვის. დრამატულმა ტელესერიალმა შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო დრამატული სერიალისთვის, დრამატულ სერიალში ქალისა და მამაკაცის პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის. ტელესერიალის მეოთხე ნაწილი განსაკუთრებით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან ძირითადად პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იყო აგებული. ტელესერიალში ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლი ჯილიან ანდერსონმა განასახიერა.

სერიალმა „ტედ ლასომ“ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო კომედიურ სერიალში მამაკაცის საუკეთესო პირველხარისხოვანი და კომედიურ სერიალში მამაკაცისა და ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლების ნომინაციებში. ტელესერიალი ამერიკელი მწვრთნელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-ლიგის გამოგონილ საფეხბურთო გუნდს წვრთნის. სერიალში მთავარ როლს, რომელმაც ჯილდო მამაკაცის საუკეთესო პირველხარისხოვანი როლისთვის აიღო, ჯაისონ სუდეკისი თამაშობს.

„ნეტფლიქსის“ კიდევ ერთმა სერიალმა, „ლაზიერის გამბიტი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო მინისერიალისთვის და წლის საუკეთესო რეჟისურისთვის.

73-ე დაჯილდოების საბოლოო შედეგები კი შემდეგნაიარად გამოიყურება: „გვირგვინი“ – შვიდი ჯილდო, „ტედ ლასო“ – ოთხი ჯილდო, „ჰაქსი“ – სამი ჯილდო, „მეირი ისტტაუნიდან“ – სამი ჯილდო, „ყოფილი კვირა დღეს საღამოს ჯონ ოლივერთან“ – ორი ჯილდო და „ლაზიერის გამბიტი“ – ორი ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ „ემის“ ჯილდოები მინისერიალში განსახიერებული მამაკაცისა და ქალის საუკეთესო როლებისთვის ქეით უინსლეტმა და ევან მაკგრეგორმა აიღეს.

ქეით უინსლეტმა მადლობა გადაუხადა საკუთარ კოლეგა ნომინანტებს და განაცხადა, რომ ჯილდოს უძღვნის ქალებს, რომლებიც გვერდში უდგანან ერთმანეთს.


ოლივია კოულმენმა, რომელმაც გამარჯვება ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის განსახიერებისთვის დაიმსახურა, ჯილდო მის მამას მიუძღვნა, რომელიც მისი განცხადებით, კორონავირუსს ემსხვერპლა.

დაჯილდოების ცერემონიის დროს, მემორიალურ ნაწილში გაიხსენეს ისეთი ტელესახეები, როგორიცაა ლარი კინგი, მაიკლ აპტედი, ალექს ტრენეკი, ჰელენ მაკრორი, ჯესიკა უილსონი და მაიკლ უილიამსი.

აღსანიშნავია, რომ „ემის“ 73-ე დაჯილდოება გახდა პირველი მნიშვნელოვანი შოუ, რომლის ორგანიზატორები მოითხოვდნენ, ყველა მონაწილე ყოფილიყო კორონავირუსის ვაქცინით აცრილი, ხოლო თითოეულ ნომინანტთან ერთად მოწვეული სტუმრების რაოდენობა ოთხ ადამიანამდე შეზღუდა, რომლებსაც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი ტესტი უნდა წარედგინათ.

შეგახსენებთ, ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტში“ მის შესახებ გამოთქმული არასწორი ინფორმაციის გამო უჩივლა.

კერძოდ, როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. „ნეთფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც“ დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეთფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.



1tv.ge

თეგები:
დაჯილდოება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up