ემოციური პანიკა - იმპორტიორებმა არ იციან პროდუქციას რამდენით გააძვირებენ

ემოციური პანიკა - იმპორტიორებმა არ იციან პროდუქციას რამდენით გააძვირებენ

access_time2021-04-01 12:35:07

„ხვალ პროდუქტი რა ფასად უნდა გავყიდოთ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო ჰიგიენური ქაღალდი აუცილებლად გაძვირდება“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს „ჯი ემ ბილდინგის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ მინდორაშვილმა განუცხადა. პროფესიონალური სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელ - იმპორტიორ კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ბიზნესს დიდ დარტყმას აყენებს.

 

„ზოგადად ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, თუმცა ამას ახლა ლარის კურსი ემატება, შესაბამისად ისედაც გაზრდილ პროდუქტის ფასს დამატებით მინიმუმ 20 პროცენტით გაიზრდება. ზოგი ამ ნამატს ჯიბიდან გადაიხდის, ზოგი ღია კონკურენციაში არ ჩაებმება და თუ პროდუქტს ლარად ყიდდა ახლა 1,2 ლარად გაყიდის, ასეთი კი ძალიან ბევრია.  ყოველთვის ვდცილობთ გარკვეული თანხა წინასწარ მოვიმარაგოთ, ახალაც გარკვეული თანხა ვიყიდე რამაც გადამარჩინა. თუმცა დოლარი, რომ არ მქონდეს ნაყიდი დღეს ძალიან დიდი ზარალი მექნებოდა. ველოდებით, რომ გაუფასურებულ ლარს, მესამე ტალღა დაემატება და კიდევ უფრო რთულ მდგომრეობაში აღმოვჩნდებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ თემურ მინდორაშვილმა.

 

პროდუქციის ფასი რომ გაიზრდება ადასტურებს საქართველოში  „FERRERO ROSHEN“–ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომაპნია. თუმცა „ბიდი კომპანის“ წილის მფლობელი, დიმიტრი მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ იციან პროდუქციას რამდენით გააძვირებენ. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას კიდევ უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს და არ დასტაბილურდება.


 

„ჩვენ იმპორტიორები ვართ და რა თქმა უნდა ლარის კურსის გაუფასურება საქმიანობაზე ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება დღეს ხომ არ გაჩერდება? გარკვეული პერიოდი ჩვენც დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. პროდუქტის ფასზე მხოლოდ ლარის კურსი არ მოქმედებს, ამას ემატება საწვავის ხარჯი, იჯარის გადასახადი. საკითხს კომპლექსურად უნდა მიდგომა, ამიტომ ახლა ზუსტ თანხას თუ როგორ გაძვირდება პროდუქტი ვერ გეტყვით. ლარი რაღაც ნიშნულზე ცოტა ხნით მაინც უნდა დასტაბილურდეს, უნდა დაველოდოთ რა მოხდება საწვავის ბაზარზე და სხვა დანახარჯების კუთხით, გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით მივიღებთ“, - განმარტავს დიმიტრი მესხიშვილი.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up