ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ზაფხულის სეზონი

ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ზაფხულის სეზონი

access_time2022-06-13 12:55:40

ენდოკრინოლოგიური დაავადებები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემას წარმოადგენს, წლიდან-წლამდე იზრდება პაციენტების რაოდენობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. რომელია ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დაავადება, რა ჩივილები ახასიათებს ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს გვესაუბრება ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი - ნათია ვაშაყმაძე.






ნათია, ენდოკრინოლოგიური პრობლემებიდან, რომელია დღეს ჩვენთან ყველაზე გავრცელებული დაავადებები და რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?

ენდოკრინული დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერქოლესტეროლემია, ოსტეოპოროზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის, კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი და ფარისებრის ფუნქციის გაძლიერება, ანუ ჰიპერთირეოზი. საკმაოდ გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები. ასევე, ქალებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმიანობა, აკნე. შედარებით იშვიათია თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური დარღვევები და ფარისებრახლო ჯირკვლის პრობლემები.

 


რა ჩივილებით ხასიათდება ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ დაავადებაზე, მაგალითად დიაბეტისთვის დამახასიათებელია პირის სიმშრალე, წყურვილი, ხშირი შარდვა, მხედველობის დაბინდვა, ზოგადი სისუსტე და უენერგიობა. სიმსუქნე ხასიათდება ფიზიკური დატვირთვის მიმართ  ამტანობის დაქვეითებით, ქოშინით, ჭარბი ოფლიანობით, ადვილად დაღლით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ნაწილი მაგ., როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კიბო ან კვანძოვანი ჩიყვი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფარისებრის ფუნქციის დაქვეითებას ახასიათებს წონის მატება, უენერგიობა, გონებრივი მუშაობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ძილიანობა, კანის სიმშრალე და თმის ცვენა. როდესაც ფარისებრის ფუნქცია გაძლიერებულია, პირიქით, დამახასიათებელია ჭარბი ოფლიანობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, კანკალი, გულის აჩქარება და ზოგჯერ, გულის რითმის დარღვევაც. ჰიპერქოლესტეროლემია, ისევე როგორც ოსტეოპოროზი ჩუმი დაავადებებია. ქოლესტეროლის მაღალი დონის ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ინფარქტი ან ინსულტი. ხოლო ოსტეოპოროზი შეიძლება გამოვლინდეს მოტეხილობით. ამიტომ ექიმთან ვიზიტი და პროფილაქტიკური კვლევა აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს დაავადებების დიაგნოსტირება და თავიდან ავიცილოთ გართულებები.


 

რა იწვევს ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს და როგორია პრევენციის საშუალებები?

ენდოკრინული დაავადებები, ჩვეულებრივ, მულტიფაქტორულია და, როგორც წესი, სხვადასხვა, ფაქტორის კომბინაცია განაპირობებს. მაგ., სიმსუქნეს და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს უხშირესად არაჯანსაღი კვება, ფიზიკური უმოძრაობა, ასაკი და გენეტიკა განსაზღვრავს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნურია და, გარკვეულწილად, გენეტიკურად განსაზღვრული. მენსტრუალური ციკლის დარღვევას, თმიანობასა და აკნეს სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევა განაპირობებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თავის ტვინის მიერ პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნით, ისე თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიით ან საკვერცხეების დისფუნქციით. ენდოკრინოლოგიური დაავადებების ზოგადი პროფილაქტიკა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვები რაციონი და წონის კონტროლი.

 


ზაფხულის მოახლოებასთან ერთად არ გარკვეული ჩივილები, რომელიც ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად იმატებს, ამასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, როდის უნდა მიმართ პაციენტმა ექიმს, როდის დგება საჭიროება ჩაინიშნოს კონსულტაცია?

ზაფხულის დადგომასთან ერთად ენდოკრინოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში იმატებს ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, ძილიანობა, უენერგიობა, გულის აჩქარება და  სისუსტე. მსგავსი ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ პაციენტმა მიმართოს ექიმს და არ გადადოს ვიზიტი, რანდენადაც საწყის ეტაპზე დაავადების მართვა ბევრად ადვილია და უკეთესი შედეგით მთავრდება, ვიდრე შორსწასული ფორმების დროს.

 


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up