„ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დარგია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე საინვესტიციო მიმართულებისთვის“

„ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დარგია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე საინვესტიციო მიმართულებისთვის“

access_time2021-12-14 10:00:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის ფორმატში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



„აღნიშნულ საკითხს არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ნაწილი და ზოგადად, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, ეკონომიკისთვის. ეს ეხება უსაფრთხოების ნაწილსაც. შესაბამისად, კომიტეტმა პრიორიტეტად მიიჩნია, რომ შესაბამისი მოკვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ, დასმულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება და კოორდინაცია გაგვეკეთებინა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.



შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.



აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საბაზისო ენერგიის წყაროების და დიდი რეზერვუარის ტიპის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება.



ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბაზისო ენერგიის წყაროების განვითარება განახლებადი რესურსების გამოყენებით უნდა მოხდეს.




ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიასა და ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავებაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების გეგმა იქნება.



ხაზი გაესვა დოკუმენტის შემუშავებისთვის საყოველთაო კონსენსუსის მნიშვნელობასაც.



შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზეც ისაუბრეს.



ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო კამპანიისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.



„საკომიტეტო მოკვლევის მიზანია არსებული გამოწვევების სწორი კოორდინაციით დაძლევა და მისი შესაძლებლობად ქცევა. ყველა ვთანხმდებით, რომ ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დარგია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, საინვესტიციო მიმართულებისთვის. ამიტომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაამუშავებს რეკომენდაციებს და განისაზღვრება შესრულების ვადები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი შედიან.



თემატური მოკვლევა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up