„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა“

„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა“

access_time2022-11-07 09:00:00

„ენერგეტიკის სექტორი არ არის მხოლოდ დარგი, რომელიც ქმნის კონტრიბუციას ეკონომიკაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველი. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც მიზნად დაისახა ჩვენმა ხელისუფლებამ და, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ცნობილია ის რეფორმები თუ პროექტები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ისტორიულ როლს, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მთავრობას და მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს ინვესტორებს ახალქალაქი ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესში.

„იმის ფონზე, რომ, ჯერჯერობით, ელექტროენერგიის კუთხით დეფიციტური ქვეყანა ვართ, თითოეული მეგავატის მშენებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება და უფრო ავამაღლოთ ენერგოუსაფრთხოების ხარისხი,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, შეიმუშავა განახლებადი ენერგიების წახალისების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და შიდა გენერაციის განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სიძლიერეზე აისახება.

„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან უფრო დიდი კავშირის პოტენციალს, რომელსაც ჰქვია შავის ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ენერგორესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მისაღებ ფასად გამოიწვევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერით შევძლებთ შევთავაზოთ უფრო მეტი ენერგეტიკული რესურსები, ენერგეტიკული უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს ასევე ევროკავშირს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up