ენერგეტიკის მიმართულება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკის მიმართულება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

access_time2023-04-20 14:30:47

„საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის.

ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მიმართულება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამასთან, მისი თქმით, საგულისხმოა, ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი პროექტი განხორციელდეს ისე, რომ ქვეყანას განვითარების ყველა წინაპირობა ჰქონდეს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში არამარტო ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც უწყობს ხელს განახლებული წყაროებიდან ენერგოსტრუქტურის განვითარებას, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მონაწილეობა და მათთან ერთად მნიშვნელოვანი მდგრადი პროექტების განხორციელება. სწორედ ამიტომ  შარშან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გავწიეთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქვეყანას მხარდაჭერის კონკრეტული სქემები შეემუშავებინა  და ინვესტორებს, დეველოპერებს პროექტების  განხორციელების საშუალება მისცემოდათ, მათ შორის - საფინანსო ორგანიზაციებიდან მოეზიდათ დაფინანსების რესურსები, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


კონფერენციას ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის გარდა ასევე სიტყვით  გამოვიდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი, ცალსახად პროდუქტიული პლატფორმა უნდა იყოს, სადაც დეველოპერები და საფინანსო ორგანიზაციები შეძლებენ კონტაქტების დამყარებას და ეს პრაქტიკულ შედეგებში გადაიზრდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up