ენერგეტიკის მომავალი მოქალაქეებისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს

ენერგეტიკის მომავალი მოქალაქეებისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს

access_time2022-03-27 18:30:12

ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის შემდეგ, მთელს მსოფლიოში მთავრობები არ ყოფილან ისეთი ზეწოლის ქვეშ, რომ ეთხოვათ მოქალაქეებისთვის, შეემცირებინათ ენერგიის მოხმარება საერთო სიკეთისთვის. 

ახლა მეტი ენერგიის დაზოგვის აუცილებლობა გაიზარდა. უკრაინის ომი აიძულებს ევროპას, შეზღუდოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე. პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა ჩინეთში ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის. განახლებად ენერგიაზე სწრაფი გადასვლა, ექსტრემალური ამინდის მოვლენები და საწვავის მაღალი ფასები ზეწოლას ზრდის. 

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას და პოლიტიკა შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ლიდერებმა სულ უფრო ხშირად სთხოვონ მოქალაქეებს, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე გაზრდილი ფასების გადახდის გარდა, დამატებითი მსხვერპლი გაიღონ.

გასულ კვირას იაპონიის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ელექტროენერგიის კატასტროფული გათიშვა, არის უახლესი მაგალითი იმისა, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები მთელს მსოფლიოში და როგორ შეიძლება ერთიანმა მიდგომამ მოახდინოს ცვლილება. 

სიტუაცია იაპონიაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც მიწისძვრის შედეგად ერთი კვირით დაიხურა ძირითადი ელექტროსადგურები და ცივმა ამინდმა გაზარდა მოთხოვნა გათბობაზე, რამაც ტოკიოში ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხე შექმნა.

მთავრობისა და კომუნალური კომპანიების მოწოდებით, ტოკიოს ოჯახებმა და ქარხნებმა მკვეთრად შეამცირეს ენერგიის მოხმარება თერმოსტატის გამორთვითა და განათების ჩაქრობით. სულ რაღაც 12 საათში, მეგაპოლისმა შეამცირა მთლიანი მოხმარება და თავიდან აიცილა ელექტროენერგიის გათიშვა, რაც 3 მილიონამდე შენობას ელექტროენერგიის გარეშე დატოვებდა. 

იაპონიის მსგავსად, ევროპის მასშტაბით მოთხოვნის შემცირება ხელს შეუწყობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას.


იაპონიის მოწოდება მოქმედებისკენ ჰგავს 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისს, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მწარმოებლებმა შეაჩერეს ნავთობის ექსპორტი აშშ-სა და მის მოკავშირეებში. რიჩარდ ნიქსონმა მოქალაქეებს მოუწოდა, გამოერთოთ თერმოსტატები და დაეწესებინათ 55 მილი/სთ სიჩქარის ლიმიტი ნავთობზე მოთხოვნის შესამცირებლად. 

“უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ენერგიის დეფიციტი მუდმივია. ჩვენ ვერ მოვაგვარებთ მას სწრაფად, მაგრამ თუ ვითანამშრომლებთ და გავიღებთ მოკრძალებულ მსხვერპლს, თუ ვისწავლით ეკონომიურად ცხოვრებას და გავიხსენებთ ჩვენი თანამემამულეების დახმარების მნიშვნელობას, მაშინ შეგვიძლია ვიპოვოთ გზები ადაპტაციისთვის და გავხადოთ საზოგადოება უფრო ეფექტური”, - მიმართა კარტერმა მოსახლეობას 1977 წელს.

კარტერის შემდეგ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ უცდია ასეთი თავგანწირვის სულისკვეთების გაღვიძება მოქალაქეებში. ჯო ბაიდენმაც კი, ჯერ მხოლოდ მოითხოვა მეტი მარაგის შექმნა, როგორც შიდა, ასევე ახლო აღმოსავლეთის მთავარი მწარმოებლებისგან. 

თუმცა, მსოფლიოში მრავალი მეთოდი გამოიყენება ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. გასულ წელს ჩინეთმა ელექტროქსელზე ზეწოლის შემსუბუქების მიზნით ქარხნები დახურა. კალიფორნია იყენებს მოთხოვნაზე რეაგირების მძლავრ სისტემას და ოპერაციების შეჩერების სანაცვლოდ დიდ ინდუსტრიებს ფულს უხდის. 

ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა უნდა შეამცირონ ენერგომოხმარება, რათა შემცირდეს გაზის იმპორტი რუსეთიდან, რაც ბლოკის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 

“გააკეთეთ ეს პუტინის წინააღმდეგ”, - განაცხადა ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა კლოდ ტურმესმა ონლაინ პანელზე. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დროებით შეამცირონ თერმოსტატის ტემპერატურა 1 გრადუსი ცელსიუსით რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. IEA-ს მოწოდების მიუხედავად, მსოფლიოს მთავრობებმა უმეტესწილად შეამცირეს საწვავის გადასახადები ან გასცეს სუბსიდიები მოხმარების მხარდასაჭერად. 

“გადასახადების შემცირების მსგავსი ზომები ამცირებს სამომხმარებლო ფასების მგრძნობელობას და ზღუდავს დაზოგვის სტიმულს. ევროპელთა სურვილს, შეამცირონ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, უნდა ახლდეს მეტი ძალისხმევა ენერგიის დაზოგვის მიზნით”, - ამბობს ჯეინ ნაკანო, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი თანამშრომელი.

Bloomberg businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up