ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას – დავით ნარმანია

ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას – დავით ნარმანია

access_time2022-11-16 11:40:19

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე - კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები, სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციაში მონაწილე პირებს გააცნო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ეტაპები.


დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ამ გზით მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე.


„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის საკანონმდებლო ბაზისა და მარეგულირებელი ნორმების დანერგვის მიმართულებით. კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისკენ პირველი ნაბიჯები 2019 წელს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით გადაიდგა. კანონით განისაზღვრა სემეკის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფისთვის. კომისიას მიენიჭა ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტების სანქცირების უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებებით გადაიჭრა სემეკის მიერ ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედებებისა თუ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას გამოსაყენებელი ძირითადი საკანონმდებლო დანაწესების საკითხი.



საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელი ნორმების სრული სპექტრი, შესაძლებელი გახდა საკითხთან დაკავშირებული, დამატებითი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელთა მიხედვით გათვალისწინებულია როგორც სექტორის, ასევე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საქმიანობის ყველა თავისებურება. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხები.


ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის რეგულირების მიზნით სემეკის მიერ 2021 წელს დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ უნიფიცირებულ დოკუმენტს ბაზრის განსაზღვრისა და ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიასთან, ბაზრის კვლევასთან, თანამშრომლობის პროგრამასთან, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ნორმების ერთობლიობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოში პირველად, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის 200-მდე მონაწილე მსჯელობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up