ენერგეტიკული ბირჟა 1-ში გაიხსნება თუ 7 სექტემბერს ეს ენერგეტიკისთვის არც მნიშვნელოვანი ზარალია და არც მნიშვნელოვანი მოგება -  გია არაბიძე

ენერგეტიკული ბირჟა 1-ში გაიხსნება თუ 7 სექტემბერს ეს ენერგეტიკისთვის არც მნიშვნელოვანი ზარალია და არც მნიშვნელოვანი მოგება - გია არაბიძე

access_time2022-08-22 19:00:14

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


როგორც დავითაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია.

 

 „კომერსანტი“ შეფასებისთვის ენერგეტიკოს გია არაბიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს გაიხსნება თუ 7 სექტემბერს, ეს ამ ეტაპზე ენერგეტიკის სისტემისათვის არც მნიშვნელოვანი ზარალია და არც მნიშვნელოვანი მოგება.

 

„ბირჟის გახსნა, თუ ის აბსოლუტურად წესრიგში არ იქნა გაცილებით ზიანის მომტანი იქნება შემდგომ, ამიტომ ჯობია რომ ყველა წვრილმანი  იქნეს  გათვალისწინებული და სრულყოფილი მომზადების შემდეგ იყოს გახსნილი. ბუნებრივია კარგი იქნებოდა, რომ შარშან ამ დროს გახსნილიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამის გახსნა სექტემბერში მოგვესწრო, მაგრამ არის საკითხები და განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომ თვითონ მრეწველობიდან და მსხვილი მომხმარებლებიდან ვერ აუღეს ბოლომდე ალღო და ფაქტობრივად არ არიან მზად ამ სერვისის მისაღებად. კი იყო ტრენინგები, ხალხიც გამოყვეს, იმუშავეს ამათთან, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ სპეციალისტები ვამბობთ, რომ ჯობდეს დაგვიანდეს 3-4 თვით, ოღონდ ამუშავდეს სრულყოფილად, რომ მერე არ  შეგვექმნეს პრობლემები და უარესი შედეგი არ მოგვცეს.

 

თუ ვგრძნობთ, რომ ამისთვის ჯერ არ ვართ მზად , სანახევროდ დაწყებას ჯობია რომ  ცოტახნით არ დავიწყოთ“ - აღნიშნა გია არაბიძემ.

 



რაც შეეხება სექტორისთვის ენერგეტიკული ბირჟის გახსნის მნიშვნელობას, გია არაბიძე ამბობს, რომ როდესაც ბირჟა გაიმართება ყველაფერს თავისი ფასი ექნება.

 

„მაგალითად მე ენერგეტიკოსი ვარ და არ ვიცი საქართველოში ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება რა არის, ჩვენი ტარიფები ხომ სუბსიდირებული ტარიფია, მოსახლეობის გაჭირვებიდან გამომდინარე და ა.შ. ანუ ჩვენ დღეს არ ვიცით რა არის საბაზრო ფასი, ამას მაინც გავიგებთ თუ რა იქნება საქართველოში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და ამის შემდეგ მერე უკვე სხვაგვარი კონკურენცია იქნება. კონკურენციაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ ელექტროენერგიას დაედო საბაზრო ღირებულება და ეს იქნა მყარი საბაზრო ღირებულება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ბირჟის  ამუშავების არის ის, რომ  ინვესტორების მოზიდვა და მოყვანა  შევძლოთ.



დღეისათვის ხომ ერთადერთი ვარიანტი იყო ინვესტორის მოყვანა, რომ დაუშვათ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას ე.წ. ppa -ს თუ გავუფორმებდით და  მიცემდი  5 წლიანი იყო  თუ  7  წლიანი  იყო   და  სახელმწიფოსათვის  არამომგებიან და არაეკონომიკურად არასაბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე  ხელშეკრულებას, მოდიოდა ინვესტორი  და ამ  შემთხვევაში სახელმწიფოც  ზარალდებოდა და  ინვესტორიც. ამ ვარიანტის სრულყოფილი დაგეგმვის შემთხვევაში უკვე ინვესტორის კისერზეა მთელი პასუხისმგებლობა და მე რომ სახელმწიფო ვარ აღარ ვარ  პასუხისმგებელი იმაზე, რომ შენ რომ  ივლისის  თვეში  წყალი არ წამოგივიდა და რაღაც  პრობლემა  შეიქმნა და მე რომ სიმწრით მიღებული ბიუჯეტიდან რაღაცეები დაგიფარო, ამიტომ ეს იქნება მისი რისკი და საბაზრო ფასებიც შემოვა.

 


ბუნებრივია იქნება პრობლემები, მაგრამ  მთავარი და  გადამწყვეტი მე მაინც მგონია, რომ სახელმწიფომ  საწყის  ეტაპზე უზრუნველყოს მოსახლეობის დაცვა. მე და შენ ეს არ უნდა  შეგვეხოს,  შეიძლება  რაღაც  ქარხანას  შეეხოს მოიმატოს ან მოიკლოს  ფასი, მაგრამ მე  და თქვენ და მცირე საწარმოებს,  პურის  ქარხნებია თუ  კერძო  წვრილ-წვრილი ბიზნესია, მას  ბირჟაზე  ფასის მერყეობის გამო პრობლემა არ უნდა  შეექმნას. ეს  არის ბირჟის  შექმნის იდეა. ინვესტორებს  უნდა  მისცეს  გასაქანი,  დავადგინოთ  საბაზრო ფასი რა იქნება და მშენებლობას ყიდვაც  და გაყიდვაც  გავაკეთოთ  საბაზრო ფასში  ოღონდ  აუცილებლად  უნდა  დავიცვათ მოსახლეობა“ -  აღნიშნა გია არაბიძემ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up