ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეხუთედ გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეხუთედ გადავადდა

access_time2023-03-28 22:35:03

მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადაავადა. წესით, ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ რამდენიმე თვით გადადო. ეს რეფორმის დაწყების მეხუთე გადავადებაა. 



საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა.  რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის 1 აპრილამდე გადაიდო, მაგრამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ივლისამდე გადავადდა. 


ეკონომიკის სამინისტროს მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციაში ნათქვამია:



საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში - „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის N625 დადგენილებაში - ცვლილებები შევიდა. 


წარმოდგენილ დადგენილებებში ცვლილება ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის შესაბამისად, დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვებას - 2023 წლის პირველ ივლისს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევეია. პარალელურად, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეების მზაობას და აღსანიშნია, რომ მათ დამატებითი დრო ექნებათ ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად. 




ასევე აღსანიშნია, რომ „ენგურჰესსა“ და „ვარდნილჰესების კასკადს“ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს საწარმოები წარმოადგენენ BSP (დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები) სტატუსის მქონე პირებს და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც, წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.



სწორედ, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბაზრის ახალი მოდელი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. 



ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. ახალი ბაზრის მოდელით შეიცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი: თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, ბაზრის მონაწილე თავად გააკონტროლებს, რა ოდენობის ელექტროენერგია გაყიდოს, ან რა ოდენობის ესაჭიროება შესაძენად. ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე განვითარდება - ყოველი საათისთვის იქნება სხვადასხვა ფასი და მაღალი კონკურენცია,- ნათქვამია ინფორმაციაში.


Bm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up