ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღი შეიძლება გადაიხედოს

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღი შეიძლება გადაიხედოს

access_time2021-06-16 12:55:35

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება.

 

„საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას და მომდევნო კვირის ბოლოს უკვე კონკრეტულად მხოლოდ ენერგეტიკული ბირჟის თემაზე შედგება საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამუშაო შეხვედრის ფორმატში. ამდენად, სადღეისოდ, საბჭოს, საკითხთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია არ გააჩნია“, – აღნიშნა მან.

 


მან ასევე განმარტა, რომ სადღეისოდ ვერ ხედავ იმ რისკს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების თარიღი, რომელიც ნაცვლად 2021 წლის 1–ლი ივლისისა, მთავრობის დადგენილებით უკვე გადავადებულია 2022 წლის 1–ელ იანვრამდე, კიდევ უფრო გადაიწევს. სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი და სწორედ ამ გადასახედიდან უნდა გაეცეს მას პასუხი.

 

„არის საუბრები, რომ შესაძლოა ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების უფრო ხელსაყრელ დროს გადადება გახდეს საჭირო, რამდენადაც სარისკოა 1–ელ იანვარს, ყველაზე დეფიციტურ პერიოდში, ბირჟის საქმიანობის დაწყება. მე დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხს განვიხილავ, როგორც ტექნიკურ საკითხს და ვფიქრობ, მას პასუხი სწორედ ამ გადასახედიდან უნდა გაეცეს. ზოგადად, აქ მთავარი ის არის, რომ ენერგეტიკული ბირჟის იდეა, თავის თავში გულისხმობს უფრო უკეთესი გარემოს შექმნას, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის. თუ გამოიკვეთება, რომ 1–ელ იანვარს ბირჟის ამოქმედება წარმოშობს ახალ გამოწვევებს, ცხადია, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. თუ იქნება სათანადო არგუმენტები, თუ რა დამატებით პრობლემებს შექმნის ბირჟის ამ დროს ამოქმედება, როგორც ახლა გადავადდა 6 თვით, ისე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ დღეის მდგომარეობით, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რისკი არ ჩანს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

 

მან ასევე განმარტა, თუ შემდგომშიც რაზე იქნება დამოკიდებული პარლამენტის კომიტეტის პოზიცია ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადებას იმიტომ, რომ დავინახეთ – არ იყო სათანადო მზაობა მონაწილე სუბიექტების მხრიდან. შემდგომშიც, კომიტეტის პოზიცია იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კონკრეტული მომენტისთვის, ანუ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის, რამდენად მზად იქნება საკუთრივ ბირჟა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რამდენად მზად იქნება კერძო სექტორი. ჩვენთვის ეს იყო და რჩება როგორც უმთავრესი და ამოსავალი კრიტერიუმი, როცა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღზე ვმსჯელობთ“, – დააზუსტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up