ევროპაში ენერგეტიკული კონცერნები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ უკრაინის ომის გამო საწვავზე ფასების ზრდის შედეგად, იტყობინებიან დასავლეთის სააგენტოები.
ენერგეტიკულმა კონცერნმა, Shell-მა, 2022 წლის მეორე კვარტალში სუფთა მოგების სახით 18 მილიარდი დოლარი მიიღო და მოგება გაახუთმაგა, იტყობინება AFP.
გერმანიის რადიოსადგური Deutschlandfunk-ის თანახმად, საფრანგეთის TotalEnergies-ის და ესპანური Ölkonzern Repsol-ის მოგება გაორმაგდა. AFP-ს otalEnergies-ის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს, რომ კონცერნმა მეტი აწარმოვა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანა.
Repsol-მა განაცხადა, რომ წელს პირველ ორ კვარტალში მიღწეული მოგებით გაწონასწორდა კოვიდის პანდემიის პერიოდის დანაკარგი. გერმანიის ენერგეტიკულმა კონცერნმა, RWE-მ თავისი პროგნოზი წლევანდელი მოგების შესახებ გაზარდა მილიარდ ნახევარი ევროთი და 4 მილიარდის ნაცვლად, 5-5 მილიარდი ევროს მოგებას მოელის.
radiotavisupleba.ge