გერმანიის ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება ცივ სეზონზე უფასო საზოგადოებრივი გამათბობელი ადგილების გახსნას აპირებს, იუწყება rosbalt-ი გერმანულ გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით.
გათბობის პუნქტები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულ კომუნალური ფასების ზრდას.
როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულება არა მხოლოდ გაიზრდება, არამედ ფიზიკურადაც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ქვეყნის სულ უფრო მეტი ქალაქი ქმნის კრიზისულ გუნდებს და ამუშავებს საგანგებო გეგმებს.
გეგმები ასევე მოიცავს საზოგადოებრივი შენობების განათებისა და შუქნიშნების გამორთვას ღამით.