ენერგეტიკული პრობლემების გამო ევროპაში ზოგიერთი ფერმერი მუშაობას წყვეტს, ეს კი გლობალურ სასურსათო კრიზის აწვება

ენერგეტიკული პრობლემების გამო ევროპაში ზოგიერთი ფერმერი მუშაობას წყვეტს, ეს კი გლობალურ სასურსათო კრიზის აწვება

access_time2022-09-09 19:00:30

ევროპაში ენერგომატარებლებზე მაღალი ფასის გამო ამ ზამთარს ზოგიერთი ფერმერი მუშაობას წყვეტს, რაც საფრთხეს უქმნის ისედაც კრიზისში მყოფ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა business insider ავრცელებს.

 

მათვე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზამთარში ევროპა რუსეთზე დამოკიდებულების გამო ენერგო რესურსების პოტენციური დეფიციტის წინაშე დგას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა ევროპისკენ მიმავალი მილსადენი რუსეთის უკრაინკაში შეჭრისთვის დაწესებული საპასუხო სანქციების გამო და სხვა ტექნიკური პრობლემების გამო ჩაკეტა, ხოლო ევროკავშირი ამ ზამთარში რუსეთის ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს, ევროპაში ბუნებრივ აირზე  ფასი მასიურად გაიზარდა, რაც პანდემიის  შემსუბუქების შემდეგ ისედაც მაღალი იყო.

 

საკვების წარმოების პროცესში ენერგომატარებლებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამ ფონზე ფერმერები და საკვების მწარმოებლები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო დიდი წნეხის ქვეშ  არიან, გარდა ამისა ზამთარში  ზოგიერთი  საკვების  წარმოება შენელებული ან სრულად შეჩერებულია. 

 

პომიდვრის ტოპ მწარმოებელმა Nordic Greens Trelleborg-მა განაცხადა, რომ ის წელს ზამთრის მოსავალს არ დარგავს, რადგან ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასის გამო მხოლოდ იზარალებს, მისივე თქმით ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია მუშაობას აჩერებს.


 

ევროკავშირის ფერმერთა გაერთიანება Copa-Cogeca-მ Financial Times-ს  განუცხადა, რომ რძის და საცხობის სექტორებს საწვავზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად აზარალებთ, რადგან პასტერიზაციისა და რძის ფხვნილის წარმოების პროცესები დიდ ენერგიას მოიხმარენ, შესაბამისად გაიზარდა ფასებიც. ევროკომისიის ცნობით, კარაქის და რძის ფხვნილის ფასები აგვისტოში წინა წელთან შედარებით  80 და 55 %-ით აირს გაზრდილი.

 

Reuters – ის ინფორმაციით,  ნიდერლანდებში ზოგიერთი სათბური რომელიც ტემპერატურას არასეზონური ზრდისთვის  არეგულირებს ითიშება ან ამცირებს წარმოების ზონებს ზამთარში.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ნიდერლანდები  აშშ- ის  შემდეგ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია, ამიტომ ფერმის წარმოების  შემცირდება დააზარალებს  ხილის,  ბოსტნეულის და  ყვავილების გადაზიდვას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up