ენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა გაერთიანებულ სამეფოში, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ჩართულ ყოველ მეხუთე ბიზნესსუბიექტს სამუშაო საათების შემცირებისკენ უბიძგა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით დიდი ბრიტანეთის ბიზნესის თითქმის მეოთხედის მთავარი საზრუნავი ენერგიაზე გაზრდილი ფასი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთიდან გაზის იმპორტის შემცირების გამო გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა.
„ენერგიის ფასები ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი ბიზნესისთვის და მთლიანად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის“, - თქვა ერთმა კომპანიამ ONS-ის Business Insights და Conditions Survey-ში.
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, რომელიც მოიცავს პაბებს, რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს, დიდ ბრიტანეთში 14-დან ერთს ასაქმებს.
„ბიზნესის კეთების კრიზისი“ სტუმარ-მასპინძლობის სექტორს,ფასების ზრდისკენ უბიძგებს, გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ მათ მომხმარებელს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, რაც ეხება სასმელსა და საკვების სექტორს აქ ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მათ 41% ფასების ზრდას განხილავს.