ენერგოეფექტურობის შესახებ EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანია იწყება

ენერგოეფექტურობის შესახებ EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანია იწყება

access_time2022-04-29 16:25:36


EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე მომზადებული კომიქსების წიგნი მომზადდა. წიგნის სახელწოდებაა „ნათურა“ და განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. კომიქსების წიგნის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის ხერხების მნიშვნელობა და გააცნობიეროს ენერგიის დანაკარგების უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე.




კომიქსების წიგნი საჩუქრად გადაეცა ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ ესაუბრა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად გაჩეჩილაძე. 



EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რომლის მთავარი თემაა ენერგოეფექტურობა, 2022 წლის 28 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება და ბავშვებს გააცნობს ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილი კომიქსების წიგნის  ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს,  ზაზუნა ოზის. 



კომიქსების წიგნში ასახულია მარტივი ნაბიჯები და რჩევები ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის. გამოუყენებელი მოწყობილობების გამორთვა, ტანსაცმლის გაშრობა ბუნებრივად და არა საშრობ დანადგარში, გათბობის ტემპერატურის შემცირება და სხვა - თავშესაქცევად არის გადმოცემული კომიქსების წიგნში  და ბავშვებს ენერგიის დაზოგვის ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.



„ნათურა“ მოგვითხრობს ოთხი მეგობრის ამბავს, რომლებიც ძველ ჯიხურს პოულობენ ტყეში, სადაც ცხოველები ნებაყოფლობით ეხმარებიან პროფესორ სლეითს ენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდების მოძიებაში. ამით ისინი გარემოს საშინელი ზიანის მიყენებისგან იცავენ და დედამიწას კურნავენ. პროფესორი სლეითი ბავშვებს უჩვენებს იმ საშინელებებს, რაც შეიძლება პლანეტას და მის მოსახლეობას დაატყდეს თავს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ენერგიის ეფექტურად გამოყენებას არ დაიწყებენ. ბავშვები, რომლებიც გააერთიანა პლანეტის გადარჩენის იდეამ - რაც ენერგიის დანაკარგების თავიდან აცილებას და მათი პატარა ქალაქის მოსახლეობაში ენერგიის დაზოგვის ჩვევების სტიმულირებას გულისხმობს - თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად ერთი ქალაქის ცხოვრების გარდაქმნას ახერხებენ. 





კომიქსების წიგნში ილუსტრირებული ენერგიის დაზოგვის რჩევების უკეთ გააზრებისა და განმტკიცების მიზნით, პროგრამა EU Neighbours East  იწყებს სოციალურ მედიაკამპანიას ზაზუნა ოზის მონაწილეობით. სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი კამპანიის ამოცანაა ამ კამპანიაში ბავშვების აქტიური მონაწილეობა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმების და სასკოლო ღონისძიებების საშუალებით.




კომიქსების წიგნი შეიქმნა პროგრამის EU4Energy II ფაზის ფარგლებში „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მყარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნას ენერგეტიკისთვის, მხარი დაუჭიროს რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და მისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას. ეს პროგრამა, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე გრძელდება, გადაჭრის ახალ გამოწვევებს და გამოიყენებს ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპობრივი დანერგვა ბაზრის ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა სეგმენტში, და იმავდროულად ხელს შეუწყობს ხარჯების ასახვას ტარიფებში. 



ინიციატივა EU4Energy დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტია 8.5 მლნ ევრო; ინიციატივას ერთობლივად ახორციელებენ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო (EnCS).



ჩამოტვირთეთ წიგნი: https://www.ceer.eu/documents/104400/7506071/Light+Bulb+-+EU4Energy+-+Georgian.pdf/680e35fd-00c4-f347-d4ef-f9bba3bb961f




 (R)




თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up