ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთში ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ამუშავდება

ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთში ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ამუშავდება

access_time2022-09-05 23:30:00

ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო.


ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 56 ბირთვული რეაქტორია, 32 მათგანი კი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო პროცედურების გამო, დროებით შეჩერებულია.


ცნობისთვის, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საფრანგეთი ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 67%-ს ბირთვული ენერგიის წყალობით გამოიმუშავებს. ზამთრის პერიოდში რუსეთისგან მომავალი საფრთხის მკვეთრად ზრდის ფონზე კი, რეაქტორების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფრანგეთის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირის რეზერვები უკვე 92%-ითაა შევსებული და საფრანგეთი ზამთარს მომზადებული შეხვდება.



აღსანიშნავია, რომ ენერგოკრიზისის საპასუხოდ, სპეციალურ ზომებს იღებს საფრანგეთის მეზობელი სახელმწიფო – გერმანიაც. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა 40 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.


მთავრობის მიზანი ნავთობისა და გაზის მკვეთრად გაძვირებით მოსახლეობაზე გაზრდილი ეკონომიკური წნეხის შემსუბუქება და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი მცირე ბიზნესების დახმარებაა.


პაკეტი მოიცავს როგორც საგადასახადო შეღავათებს, ასევე პირდაპირი დაფინანსების პროგრამებს, რაც, უმეტესწილად, ენერგეტიკისკენაა მიმართული.


forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up