ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

access_time2021-12-17 19:00:41

ნოემბერში რუსეთმა ევროპას მხოლოდ 12,7 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.

 


როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება.

 


ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით გაუგებრობის ზრდას.

 


ევროპის ქვეყნების ეკონომიკები გაზის გლობალურ დეფიციტთან, ქარხნების დახურვასთან და კომუნალური ტარიფების უპრეცედენტო ზრდასთან გამკლავებას ცდილობენ, ამ დროს კი „გაზპრომი“ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგებით ტკბება.

 


კომპანიის ინფორმაციით, ივლის-სექტემბრის პერიოდში რუსული ენერგოგიგანტის მოგებამ 582 მლრდ. რუბლი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდი კომპანიამ ზარალით დაასრულა.

 


„გაზპრომის“ ფინანსურმა წარმატებამ გააჩინა ახალი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი გაზს დასავლეთის და მოკავშირეების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. რუსეთის მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ევროპის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს.

 



რაც შეეხება ევროპის საგაზო ბალანსში რუსეთის წილის შემცირდებას, მოსკოვის პოზიციის თანახმად, ამის მიზეზია თავად რუსეთში, განსაკუთრებით ზამთარში, მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა.

 


ენერგეტიკული სააგენტო Rystad-ის გათვლებით, თუ რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდებას 20%-ით გაზრდის, ეს საწვავის 50%-ით გაიაფებას გამოიწვევს, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი ახერხებს ბალანსის დაჭერას და ფასის ზრდას იმ დონეზე, რომელიც მას დიდ მოგებას აძლევს, ოღონდ არა იმ ზღვარზე, რომლის შემდეგაც გარდაუვალია ფასების ვარდნა.

 


ექსპერტის კარლოს დიასის თქმით, „გაზპრომს“ დიდი სიფრთხილე მართებს, რადგანაც ერთია წუთიერი მოგება და სულ სხვაა - სტრატეგიული გეგმები - მაღალი ფასები გაზზე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების ყველაზე ძლიერი სტიმულია, ამიტომაც, დღევანდელი მოგება შესაძლოა საბოლოო ჯამში წაგებად ექცეს.

 


„წლების მანძილზე ევროპა ეყრდნობოდა გაზს, როგორც ეკოლოგიურ ყველაზე სუფთა საწვავს, თუმცა, ამ შემოდგომა-ზამთრის მოვლენების წყალობით ევროპა ალტერნატიულ ენერგეტიკაში ინვესტირებას გაზრდის. „გაზპრომი“ ათწლეულების მანძილზე ცდილობდა თავის წარმოჩენას, როგორც სანდო პარტნიორის, დღეს კი, სულ რამდენიმე თვეში, მისი რეპუტაცია ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა“, - მიიჩნევს დიასი.

 


მისი თქმით, „გაპზრომისთვის“ ყველა შემთხვევაში, აზიაში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ძირითადი პარტნიორი იყო და რჩება ევროპა.

 


გაზის მიწოდების შემცირება პირდაპირ კავშირშია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ირგვლივ შექმნილ გაურკვევლობასთან. ეს მილსადენი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგანაც ის მოსკოვს უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმის საშუალებას აძლევს და თანაც ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად ზრდის.

 


უკრაინული ტრანზიტი რუსეთისთვის რომ უკიდურესად არასასურველია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან 100 000-ანი ჯარი გაურკვეველი მიზნებით შეკრიბა - ამის გამო გერმანიამ რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება შეწყდება და მილსადენი არ ამუშავდება.

 


სწორედ ამ დროს რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს. შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. ფაქტობრივად გაზი დღეს რუსეთის ხელში ბოლო პოლიტიკურ იარაღად რჩება.

 


მაგრამ საბოლოოდ, ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებასთან ერთად, ეს იარაღიც ეფექტურობას ბოლოს და ბოლოს დაკარგავს. მაგრამ სანამ არა დაუკარგავს, მოსკოვზეა დიდწილად დამოკიდებული რამდენად ცივი იქნება ზამთარი ევროპელების სახლებში.

 

theguardian.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up