ენერგოოკუპაცია - აფხაზეთის ენერგოკრიზისის საფრთხე საქართველოსთვის

ენერგოოკუპაცია - აფხაზეთის ენერგოკრიზისის საფრთხე საქართველოსთვის

access_time2021-12-19 12:00:08

ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40/60 თანაფარდობით განაწილება წლის ბოლომდე უნდა აღდგეს. ელექტროენერგიის ამ სქემით განაწილების ზეპირი შეთანხმება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მუდმივად ირღვეოდა და ენგურჰესის გამომუშავების დიდი ნაწილი აფხაზეთს ხმარდებოდა. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია იმედოვნებს, რომ „ამჯერად ჩვენი წილი ელექტროენერგიის დროულად წამოღება მოხერხდება.“

თუ შეთანხმება ამჯერადაც დაირღვა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს, რადგან ენერგოდეფიციტი გარდაუვალი იქნება.

40/60 – „ჯენტლმენური შეთანხმება”

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეთანხმება, რომელიც ქაღალდზე არ არის დაფიქსირებული, 1993 წელს, ენგურის ხიდზე შედგა. შეთანხმების თანახმად, ენერგიის 40% ოკუპირებულ რეგიონში მიდიოდა, 60% კი დანარჩენი საქართველოსთვის უნდა მიეწოდებინათ. პროპორცია ენგურჰესისა და ვარდნილჰესის აქტივების შეფასების საფუძველზე განსაზღვრეს, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ენგურჰესის ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზეა, კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი – წალენჯიხის რაიონში. მხარეებს კუთვნილი პროცენტი წლიურ ჭრილში უნდა დაეთვალათ. თუმცა, ზამთრის სეზონზე თითქმის მთლიანად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიდიოდა, მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდებოდა საქართველოს ენერგოსისტემაში, ისიც იმ დროს, როცა ენგურში წყალუხვობა იყო.

შეთანხმების დარღვევამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში განსაკუთრებული სირთულეები ბოლო წლებში შექმნა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიტკოინის მაინინგის ქარხნების ამოქმედებამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაზარდა. აფხაზეთში მაინინგის ე.წ. ფერმების მთელი დასახლებები გაჩნდა. თუ აფხაზეთი 2015 წელს 1,8 მილიარდ  კვტ.სთ-მდე მოიხმარდა, მაინინგის გამო 2019 წელს მოხმარებამ 2 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწია. 2020 წელს კიდევ მოიმატა და 2,5 მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა. 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2,372 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 20%-ით მეტია.

შედარებისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, სადაც ამჟამად 250 ათასზე ნაკლები მოსახლეა, თითქმის მილიონნახევრიანი თბილისის დანახარჯს უტოლდება. სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება და ზამთარ-გაზაფხულის სეზონზე ენგური და ვარდნილჰესები აფხაზეთისათვის სამყოფი ელექტროენერგიის გამომუშავებას ვეღარ უზრუნველყოფენ.

ენერგოკრიზისი აფხაზეთში

მაღალი დატვირთვა აფხაზეთში ქსელის ავარიულ დაზიანებას იწვევს. გახშირებული ავარიების გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, ბიტკოინის მაინინგის წინააღმდეგ კონტროლი გაემკაცრებინა. შეზღუდვების შედეგად ელექტროენერგიის დანახარჯმა იკლო, თუმცა, ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. მაინინგის მფლობელებმა დანადგარები ქარხნებიდან კერძო სახლებში გადაანაწილეს, რასაც ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს. გათიშული მაინინგები გარკვეული დროის შემდეგ მუშაობას ისევ იწყებენ. ამ ბიზნესის კონტროლს ხელს კორუფციის არსებობაც უშლის.

აფხაზეთში ბუნებრივი აირი არ არის. ამიტომ მოსახლეობა ზამთარში გასათბობად ელექტროენერგიას იყენებს. ნათურები ეზოში, ქუჩაში, სამეურნეო დანიშნულების შენობებში 24 საათის განმავლობაში ანათებს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. კილოვატ/სთ ელექტროენერგია $0.0063 ღირს, რაც 1,7-1,8 თეთრის ტოლფასია. ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 3,5-3,6 თეთრს შეადგენს, რაც ყველაზე იაფია ევროპაში. მიზერული ტარიფის მიუხედავად, ადგილობრივების დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.  

აფხაზები ელოდებიან, რომ ზამთარში ენერგეტიკული კრიზისი იქნება. სახელმწიფო ენერგოკომპანია ჩერნომორენერგომ, რომელიც ელექტროენერგიას ოკუპირებულ რეგიონს აწვდის, მომხმარებლები გააფრთხილა, რომ გადამცემი ხაზების მაღალი დატვირთვის გამო ელექტროენერგიას მათ შეზღუდვით მიაწვდის.

აფხაზეთში ივნისის თვიდან გრაფიკი მოქმედებს – ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში 2 საათით ითიშება. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ზამთარში მისი ხანგრძლივობა კიდევ გაიზრდება. ენერგოკრიზისი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი დატვირთვით იმუშავებს ენგურჰესი”, – ამბობს მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ელიკო ბენდელიანი.


რეგიონი ჯერჯერობით ენგურიდან და ვარდნილჰესიდან მარაგდება, მაგრამ უკვე ზამთრის სეზონზე, როცა მოხმარება პიკს აღწევს, აფხაზეთს ენერგოდეფიციტი ექნება. ენერგეტიკოსების  განცხადებით, ამიერიდან აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვაში საქართველოს ბიუჯეტი ფულს აღარ გადაიხდის, დანაკლისის შევსება მას თვითონ მოუწევს. ოკუპირებული რეგიონი დეფიციტის შესავსებად დაახლოებით 800 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას, ალბათ, რუსეთიდან შემოიტანს. მიმდინარე წელს იანვრიდან აპრილამდე, როცა ენგურჰესი გაჩერებული იყო, აფხაზეთს რუსეთი უფასოდ ამარაგებდა. ლევან მებონია ვარაუდობს, რომ აფხაზეთს რუსეთი დენს ამჯერად უფასოდ არ მიაწვდის და იმპორტში ფულის გადახდა მოუწევს.

რა აიძულებს აფხაზებს დენის საფასურის გადახდას?

ამის მიღწევა არ იქნება იოლი. რუსეთი მიწოდებული დენის საფასურს აფხაზეთს ბიუჯეტიდან თუ ჩამოაჭრის, ამას ადგილობრივი მოსახლეობა დიდად არ იდარდებს (აფხაზეთის ბიუჯეტის 70% რუსეთისგან მიღებული დონაციაა). სანამ არ მოხდება გამრიცხველიანება, ელექტროენერგიის საფასურის ამოღება გაძნელდება.

აფხაზეთის გამანაწილებელი ქსელი ცუდ მდგომარეობაშია, გადამცემი ხაზები ძველი და დაზიანებულია, ამიტომ მაინინგების დატვირთვას ვერ უძლებს და ავარიულად ითიშება. აფხაზები ქსელის რეაბილიტაციას აპირებენ, თუმცა, როგორც ლევან მებონია ამბობს, ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, რისი რესურსიც არც ადგილობრივ ენერგოკომპანიას აქვს და არც ხელისუფლებას.

 ამ სიტუაციის გათვალისწინებით, საეჭვოა, აფხაზეთის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის დაზოგვაზე ან საფასურის გადახდაზე იფიქრონ. 

ამ სიტუაციაში ერთი გამოსავალი გვაქვსჩვენი კუთვნილი ყველაზე იაფი ელექტროენერგია დროულად და სრულად უნდა წამოვიღოთეს ქვეყანაში ენერგობალანსის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემსეს პროპორცია დაცული იქნება მათი შეზღუდვებისა და ჩვენ მიერ გაზრდილი გამომუშავების ხარჯზეტრანსფერსრომელიც რუსეთიდან მოდისაფხაზეთისთვის მიწოდებული დენის საფასური გამოაკლდება, 60/40 პროპორცია დაცული რომ იყოს, – აღნიშნავს ლევან მებონია.

მაგრამ როგორ უნდა შემცირდეს აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება? ოკუპირებული რეგიონის მთავრობა ბოლო პერიოდში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეყვანაზე საუბრობს. მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და გაზსადენის მშენებლობა 2022 წელს უნდა დაიწყოს. გარდაუვალია, რომ რუსული გაზპრომი გაზის გადასახადს მოითხოვს. მაგრამ რატომ გადაიხდიან აფხაზეთის მცხოვრებლები აირის საფასურს, როცა ელექტროენერგიას უფასოდ იღებენ?

ცხადია, რეგიონის გაზიფიცირებას აზრი არ აქვს, როცა უფასო ელექტროენერგიის სახით ალტერნატივა არსებობს. ეს გეგმა ვერ განხორციელდება, სანამ ელექტროენერგია არ გაძვირდება და მისი აღრიცხვა არ მოხდება.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე დეფიციტი კიდევ უფრო მწვავდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როცა ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის ოდენობა მინიმუმამდე ჩამოდის. სადისტრიბუციო კომპანიები იძულებული ხდებიან, იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ძვირი ელექტროენერგია მიაწოდონ მომხმარებელს.

ვინ რამდენს იხდის ყველაზე იაფ ელექტროენერგიაში?

1 300 მგვტ. სიმძლავრის ენგურჰესის დაბალი ტარიფი აქვს – კილოვატსაათ ენერგიაში გენერაციის ყველაზე დიდ ობიექტს 1.86 თეთრს უხდიან. ჰესი წარმოებული ენერგიის 50%-ის საფასურსაც ვერ იღებს.

შპს ენგურჰესს 2020 წელს ელექტროენერგიის წარმოებიდან 40.92 მილიონი ლარი უნდა მიეღო, თუმცა, 37 მილიონი ლარის ელექტროენერგია აფხაზეთს უსასყიდლოდ მიაწოდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარების მზარდი ტენდენცია თუ გაგრძელდება, ჰესი მომავალში მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ობიექტს სარეალიზაციოდ არ დარჩება იმდენი ელექტროენერგია, რომ საოპერაციო ხარჯების დასაფარად ეყოს.

ენგურჰესს დიდი ხანიააღარ უხდიან გენერაციის ტარიფსეს ძალიან შორს დგას სამართლიანი ანაზღაურების ნორმებისგანენგურის ფუნქციონირება საერთაშორისო დონორების დაფინანსებაზეა დამოკიდებულიახლა საუკეთესო გამოსავალია აფხაზების დარწმუნებარომ შეამცირონ ელექტროენერგიაზე მოთხოვნაწინააღმდეგ შემთხვევაშიენგურჰესის ფუნქციონირებას ასეთი დატვირთვით მუშაობა ზიანს მიაყენებს, – აღნიშნავს საუბრისას WEG-ის (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის) დირექტორი მურმან მარგველაშვილი.

ენერგეტიკული ოკუპაცია

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმატებს, რაც აფხაზეთში გაზრდილ დანახარჯთან ერთად, ენერგოდეფიციტს უფრო ამწვავებს. 2021 წლის ათ თვეში ქვეყანამ 12,367 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.

ამავე პერიოდში ადგილობრივი გამომუშავება 10,266 მილიარდი კვტ.სთ იყო, რომლის 85% ჰესებმა გამოიმუშავეს. 10 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი, წლიურთან შედარებით, 64%-ით არის გაზრდილი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ელექტროენერგიის იმპორტზე $37,113 მილიონი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმპორტის 61% – 1,049.4 მილიარდი კვტ.სთ რუსეთიდან  შემოვიდა. რუსეთის გარდა ელექტროენერგიის მომწოდებლები თურქეთი (923.7 მილიონი კვტ.სთ) და აზერბაიჯანი (161.2 მილიონი კვტ.სთ) არიან.

რატომ არის აუცილებელი ახალი ჰესები

2020 წელს პანდემიის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ მომავალში მოხმარების ზრდა გარდაუვალი იქნება. ენერგეტიკოსთა შეფასებით, არსებული ენერგოობიექტების, მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია, მოხმარების ზრდას ვერ დაეწევა. ქსელში სტაბილურ მიწოდებას ვერც ქარისა და მზის ელექტროსადგურები უზრუნველყოფენ. ამიტომ ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ენერგოუსაფრთხოებისთვის ქვეყანას დიდი ჰესების აშენება სჭირდება.

ევროპის ენერგოგაერთიანების მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის დავა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, აგრეთვე, ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების პრობლემა.

რამე რომ მოხდეს და გაზი გამოირთოსთბოსადგურის ბლოკი გაჩერდესენგურჰესის იმედად ვრჩებითრაც ენერგომომარაგებას ვერ უზრუნველყოფსხუდონინამახვანჰესი და ნენსკრაჰესი რომ იყოს აშენებულიეს პრობლემა აღარ შეიქმნებოდაამიტომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი არის ჰესების მშენებლობა, – აღნიშნავს ლევან მებონია.

ენერგოუსაფრთხოების საკითხს ამწვავებს იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულება ზამთრის პერიოდშიპოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავების შემთხვევაშირუსეთს შეუძლიამნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას საქართველოს ენერგომომარაგებასძალიან ცოტა რამ შეიძლება მოგვარდესთუკი ენგურის საკითხს უკეთესი გამოსავალი არ მოეძებნებასაქართველო ასევე ვერ შეძლებს უახლოეს პერიოდში ენგურის ჩასანაცვლებლად დიდახალ ჰესს დაეყრდნოსვინაიდან სხვა ახალი ჰესების მშენებლობას წინააღმდეგობები ხვდება”, – ამბობს მურმან მარგველაშვილი.

რუსეთსა და აზერბაიჯანზე ენერგეტიკული დამოკიდებულება სამომავლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს. ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველო ენერგეტიკულ ჩიხში რომ არ აღმოჩნდეს, მხარეებმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზები სწრაფად უნდა მონახონ. 


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up