ენერგოომბუდსმენის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, თუმცა, ეს ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, თუმცა, ეს ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს

access_time2021-06-21 15:20:00

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, თუმცა, ეს ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება.


„ამ ეტაპზე ტარიფების ზრდა არ იქნება, ეს არანაირი ხარჯი არ იქნება მომხმარებლისთვის. ამას ვერც მოვიწონებთ და ვერც დავთანხმდებით. ამ ეტაპზე იცვლება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის დასახელება. შეიცვლება კონკრეტული პროცედურები, გვექნება სირთულეები, მაგრამ ტარიფის ზრდა და რაიმე სახით მატერიალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მომხმარებლებზე ასახვა არ იქნება“,-განაცხადა ვარდიაშვილმა.


მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება მორგებულია მოსახლეობის ინტერესს და მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს მომხმარებლებისთვის.



„ჩვენ გვეყოლება ახალი მიმწოდებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელური საქმიანობა და მიწოდების საქმიანობა ელექტროენერგეტიკაში ერთმანეთს გაემიჯნება. აქამდე ჩვენ გვყავდა სრული მონოპოლისტები, რომლებიც ახორციელებდნენ როგორც ქსელურ საქმიანობას განაწილების თვალსაზრისით, ასევე მიწოდების საქმიანობას. 1-ელი ივლისიდან ქსელური საქმიანობა გაემიჯნება მიწოდებას და წესით, ბაზარზე გაჩნდებიან სხვა მიმწოდებლებიც, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ. მონოპოლისტური საქმიანობა ყოველთვის უარესია, ვიდრე კონკურენტული. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკეთესი იყო ენერგეტიკის სექტორში ყოფილიყო რაღაც ტიპის კონკურენცია და მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეძლებოდა, ხოლო კომპანიები დაინტერესებული ყოფილიყვნენ საუკეთესო მომსახურების მისაწოდებლად. ეს ცვლილება მორგებულია მოსახლეობის ინტერესს და მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ასეთი ტიპის ცვლილებას დადებითად ვაფასებ. სრულად ვარ ამ პროცესში ჩართული და ვიცი, რომ პროცესი მარტივი არ იქნება. იქნება გაუგებრობები და შეკითხვები. შესაბამისად, ჩვენი სამსახური მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად ვიმუშავოთ“,-განაცხადა ვარდიაშვილმა.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up