ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გაორმაგებული საჯარიმო სანქციები დაეკისროთ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა.
„არსებული ჯარიმების ციფრი გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიათა კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაეკისრებათ, ვიდრე აქამდე არსებობდა. თქვენ იცით, რომ მაქსიმალური თანხა 75 ათასი ლარია და შესაბამისად, ის უფრო სოლიდური გახდება,“ - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.