ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 70%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 70%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს

access_time2021-06-28 19:00:19

დღევანდელი მოხმარების პირობებში ენგურჰესს ელექტროენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ამის შესახებ ელექტროსადგურის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა.

 

„2018 წლის მაისში აფხაზეთმა დახარჯა 100,3 მლნ. კვტ.ს. ენერგია, 2019-ში 100 მლნ., აი 2020-ში კი - 158 მლნ. რაც შეეხება 2021 წელს, მაისში აფხაზეთში ყველა დროის რეკორდი მოიხსნა - მოხმარებამ 208 მლნ. კვტ.ს. შეადგინა. ანუ, 2020 წელთან შედარებით ზრდამ 40% შეადგინა, ხოლო 2019-თან შედარებით 100%“,  - განაცხადა მებონიამ.

 

მისივე თქმით, ჰესის სიმძლავრეების ასეთი მოხმარების დაკმაყოფილებისთვის მზად არაა, მაშინაც კი, თუ საქართველოს დანარჩენი მომხმარებელი სექტემბერ-აპრილში არც ერთ კვტ.საათს არ მიიღებს.

 

ელექტროსადგურის დირექტორი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია ენერგიის აღრიცხვა, ტარიფის დადგენა და გადაუხდელობის გამო ენერგიის მიწოდების შეწყვეტა. სხვა გამოსავალი არ არსებობს და  თუ ეს არ გაკეთდა, აფხაზეთში ისევ ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.

 

„ელექტროენერგია,  ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტი, ფული ღირს. 1 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენება 1,5 მლნ. დოლარი ღირს. აფხაზეთი დეკემბერში 400 მლნ. კვტ.ს.-ს მოიხმარს, ეს კი 100 მეგავატის სიმძლავრეებს მოითხოვს. მთელი ეს ხარჯები დაფარვას მოითხოვს, თუმცა, ეს რეალურად არ ხდება“, - განაცხადა მებონიამ.

 


მისი პროგნოზით, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე დაიწევს, აფხაზეთი ელექტროენერგიის მიწოდებაში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება გარდაუვალი იქნება - არაა გამორიცხული, რომ იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის გათიშვამ დღე-ღამეში 10 საათს მიაღწიოს.

 

„ენგურჰესის და „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობა მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის მსხვილი მომხმარებლებისთვის - ძირითადად კრიპტოვალუტების მაინერებისთვის - საბაზრო ფასებში ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აფხაზეთის ენერგოსისტემაზე დატვირთვას მნიშვნელოვნად შეამცირებს, თანაც მომხმარებლებს ძაბვის და სიხშირის კუთხით ხარისხიანი ელექტროენერგია ექნება“, - მიიჩნევს ლევან მებონია.

 

მან აღნიშნა, რომ ენგურჰესის სადერივაციო გვირაბს შეკეთების შედეგად, ელექტროსადგურის მუშაობაში დანაკარგების 30-35%-ით, ანუ წელიწადში 100 მლნ. კვტ.სთ.-ით შემცირება მოხერხდა.

 

„ადრე შეთანხმებული იყო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ბალანსი - 40% აფხაზეთს, 60% - დანარჩენ საქართველოს. თუმცა, ბოლო წლებში აფხაზურ მხარეს უკვე 50% მიჰქონდა, 2021 წელს კი უკვე 70%, თანაც უფასოდ. დარჩელი 30%-დან მიღებული შემოსავალი ელექტროსადგურის მუშაობისთვის სრულიად არასაკმარისია“, - ამბობს ლევან მებონია.

 

მისი თქმით, თუ ეს მდგომარეობა მომავალშიც შენარჩუნდება, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს. მებონიას პროგნოზით, მოხმარების არსებული მასშტაბების შენარჩუნების შემთხვევაში წლის მანძილზე აფხაზეთში ენერგოდეფიციტი 400 მლნ. კვტ.სთ.-მდე გაიზრდება.

 

ამ დროისთვის აფხაზეთში ენერგიის მიწოდების საკმაოდ რბილი განრიგი მოქმედებს -  ენერგომიწოდება ღამით 2 საათით, და დილით 2 საათით წყდება, მაგრამ ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ შეზღუდვები გამკაცრდება.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგო“-ს  პროგნოზის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან აუცილებელი უკვე ნოემბერში გახდება.

 

წყარო: sputnik-abkhazia.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up