„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ არბიტრაჟს მიმართა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტში გამოსვლისას გამაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არბიტრაჟს უკვე მიმართა, მთავრობა „ენკასთან მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს. ~
„ენკამ“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის კვლავ სტრატეგიულ პროექტად რჩება.
„ამ ფორმატით თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს ხანებში გვექნება“,— თქვა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ენკამ მთავრობასთან 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტაზე განცხადება 2021 წელს გააკეთა. მაშინ კომპანიამ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა.
ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ.