აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი კომერციული გადაზიდვებისთვის. ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ენტონი ბლინკენი ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
უწყების ცნობით, ბლინკენმა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი ძირს უთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივას.
სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გააორმაგოს ძალისხმევა სომხეთთან ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში. ალიევთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა ასევე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხიც დააყენა.
ლაჩინის დერეფანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ეს დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელ აქტივისტებს აქვთ გადაკეტილი.