ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინული საკვების ბლოკირებით, რუსეთი რისკავს იმას, რაც მისი რეპუტაციისგან დარჩა. მან აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის ეძებს ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც ახლა რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან, ამ აგრესიის შედეგად გამოწვეული მზარდი სასურსათო დაუცველობის გამო“, - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დამატებით 40 მილიონი ადამიანი სურსათის კუთხით დაუცველია.
ბლინკენმა დასძინა, რომ გაეროში გამართული სასურსათო უსაფრთხოების სამიტის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამ საკითხთან დაკავშირებით გზების პოვნაზე მუშაობს, რათა ეს ბლოკადა დასრულდეს და გემებს უკრაინის პორტებიდან სურსათის გატანის საშუალება მიეცეთ.