აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ცენტრალური აზიის ქვეყნების და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელების C5+1 ფორმატით. ტოყაევი ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის: ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გეგმავს შეხვედრას. ასტანას შემდეგ, ბლინკენი უზბეკეთში წავა.
სახელმწიფო მდივანმა კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ყაზახეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.