აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, თუ პუტინი ევროპაში გაემგზავრება, იგი უნდა დააკავონ და ჰააგის სასამართლოს გადასცენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
„ვთვლი, რომ ყველამ, ვინც სასამართლოს წევრია და აქვს გარკვეული ვალდებულებები, უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები,“ - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არაა, ამიტომ მან იგივე სიტუაციის აშშ-სთან დაკავშირებით განხილვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა.