აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო ჩინეთში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ABC News-ი იუწყებ.
მანამდე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თავზე სადაზვერვო ბურთი შენიშნეს. სამხედროები მიიჩნევენ, რომ ის ჩინეთს ეკუთვნის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამის შესახებ ინფორმირებულია. ამერიკელებმა ბუშტის ჩამოგდება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის გამო ვერ გაბედეს. პენტაგონის ინფორმაციით, ჰაერში არსებული ობიექტი საშიში არ არის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა მოუწოდა, ამ თემაზე სპეკულირება არ მოხდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროსტატმა ქარის გამო სერიოზულად გადაუხვია მარშრუტს და პეკინი ნანობს, რომ ის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.