ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება იყო.
განცხადება ამის შესახებ ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთა.
„დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ, საკითხების მოგვარების მიზნით“’,- განაცხადა ბლინკენმა. ალიევთან საუბრის შესახებ კი სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დაადასტურა აშშ-ის მზაობა ჩაერთოს და ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდდობა დამყარდეს.
წყარო: interpressnews.ge