აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამერიკელებმა კორონავირუსის შემთხვევების შემცირება უნდა იზეიმონ, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს დაახლოებით 68 მილიონი ადამიანი, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
კითხვაზე, როდის შეძლებენ ვაქცინირებული ამერიკელები დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას, ენტონი ფაუჩიმ უპასუხა:
საზოგადოებაში ეპიდემიის დინამიკის შემცირება უნდა ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სწორი მიმართულებით მიდის, ჩვენ ყოველდღიურად 100 000-მდე შემთხვევა გვაქვს. ეს ჯერ კიდევ ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
imedinews.ge