აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უფრო მეტი ადამიანი მანამდე უნდა აცრას, ვიდრე კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი ქვეყანაში დომინანტი ვარიანტი გახდება.
„დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური ვარიანტი დომინანტი ვარიანტი ხდება. იგი ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს ანაცვლებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს შეერთებულ შტატებში მოხდეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, ე.წ. ინდური ვარიანტი უფრო გადამდებია და ჰოსპიტალიზაციის რისკებს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში ახალი შემთხვევების 6 პროცენტზე მეტი ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა ეფექტურია ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.
imedinews.ge