ენტონი ფაუჩი: აუცრელ პირებს შორის „დელტა“ ვარიანტის თავისუფლად გავრცელებამ ვირუსის უფრო მძლავრი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს, რამაც აცრილ პირებს ზიანი შეიძლება მიაყენოს

ენტონი ფაუჩი: აუცრელ პირებს შორის „დელტა“ ვარიანტის თავისუფლად გავრცელებამ ვირუსის უფრო მძლავრი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს, რამაც აცრილ პირებს ზიანი შეიძლება მიაყენოს

access_time2021-08-09 17:30:00

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ არავაქცინირებულ პირებს შორის კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის თავისუფლად გავრცელებამ ვირუსის უფრო მძლავრი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს, რამაც ვაქცინირებულ პირებს ზიანი შეიძლება მიაყენოს.


„დელტა“ ვარიანტმა უკვე წარმოშვა მცირე ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც „დელტა პლუსი“ და რომელსაც სპაიკ-ცილის მუტაცია შეენიშნება, რამაც მისი უფრო სწრაფად გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. ჯერჯერობით, ეს ვარიანტი რამდენიმე ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა, მაგრამ „დელტას“ თავდაპირველი ვარიანტი შეერთებულ შტატებში სწრაფად გავრცელდა და დომინანტური შტამი გახდა.


ჯერჯერობით, ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამტკიცებენ და კვლევები ცხადყოფენ, რომ ვაქცინირებული პირები სერიოზული დაავადებებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცულნი არიან.



„არსებობს პრინციპი, რომელიც ვირუსოლოგიაში ყველამ იცის: ვირუსი მუტაციას არ განიცდის, თუ გამრავლების საშუალებას არ მისცემთ. საბედნიეროდ, ვაქცინები საკმაოდ კარგად მოქმედებენ „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებისგან დაცვის კუთხით, მაგრამ თუ ვირუსს ცვლილებების გაგრძელების საშუალებას მივცემთ, ეს დაუცველობამდე მიგვიყვანს და შესაძლოა, უარესი ვარიანტი მივიღოთ, რაც შემდეგ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ არავაქცინირებულებზე, არამედ აცრილებზეც, რადგან ასეთ ვარიანტს ვაქცინით უზრუნველყოფილი დაცვა შეუძლია გაარღვიოს“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.


ენტონი ფაუჩიმ ამერიკელებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაიარონ ვაქცინაცია, რათა კორონავირუსისგან თავი დაიცვან.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up