მდიდარი ქვეყნების პასუხისმგებლობაა იმ ქვეყნებს დაეხმარონ, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები არ აქვთ, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.
„ვფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლობა მდიდარმა ქვეყნებმა უნდა იკისრონ. ინდოეთში ახლა საშინელი და ტრაგიკული სიტუაციაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან, რადგან საკმარისი ჟანგბადი არ არის, საავადმყოფოებში საწოლების ნაკლებობაა“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთის წინაშე აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ მდიდარი ქვეყანა ხართ და საქმე გაქვთ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ რესურსები და შესაძლებლობები.
imedinews.ge