იმუნოლოგმა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის [NIAID] დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგი გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა bloomberg ავრცელებს.
როგორც ფაუჩიმ ბრიფინგზე აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მას დაამახსოვრებენ, როგორც ერთგულ საჯარო მოხელეს, მიუხედავად პანდემიის დროს GOP-ის მიერ მისი რჩევების კრიტიკისა. მან ასევე მოუწოდა ამერიკელებს, რომ covid-19 ზე ვაქცინაცია განაგრძონ.
22 აგვისტოს ფაუჩიმ განაცხადა, რომ 54-წლიანი სამსახურის შემდეგ, ის თანამდებობას დეკემბერში დატოვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი გადადგება აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ( NAID) დირექტორის პოსტებიდან.