აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინირებული ამერიკელების დიდმა უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.
ენტონი ფაუჩის თქმით, მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა არსებით დაცვას უზრუნველყოფს.
დღეისათვის დაახლოებით 33-მა მილიონმა ამერიკელმა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო.
20 ნოემბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ყველა ზრდასრულის მიერ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებას მხარი დაუჭირა.
„გამაძლიერებელი დოზა ინფექციისა და მძიმე შედეგებისგან დაცვას ზრდის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ვირუსისგან დაცვის გასაძლიერებლად“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
imedinews.ge