აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.
„მივიჩნევ, რომ გამაძლიერებელი დოზა ეფექტურია და რეკომენდებული უნდა იყოს აშშ-ში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის, რომლებმაც ვაქცინის ბოლო დოზა ექვსი თვის წინ ან მეტი ხნის წინ მიიღეს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ვაქცინის ეფექტურობა რამდენიმე თვის განმავლობაში მცირდება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Pfizer-ის ვაქცინა კვლავ ძალიან ეფექტური ვაქცინაა.
imedinews.ge