დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომიდან საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება.
„ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან მოზარდების აცრა, ჩვენთანაც უკვე მიმდინარეობს ამაზე აქტიური მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ეს პროცესი დაიწყება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვები ხშირად აგენერირებენ ინფექციას, როდესაც სოციალური აქტივობით არიან დაკავებულები.
„თუ გვინდა ბავშვები დავაბრუნოთ სკოლასა თუ ბაღში, აუცილებელია, რომ ბავშვების იმუნიზაციის საკითხი დადგეს. ჯანმოში ჯერ არ არის გამოცხადებული „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების მიზანშეწონილობა დაბალ ასაკობრივ ჯგუფში. შემოდგომისთვის ბავშვების აცრა აუცილებელია და მხარს დავუჭერ ამის დაწყებას“, - აცხადებს კულუმბეგოვი.
imedinews.ge