მეექვსე ტალღის პიკს ქვეყანამ პრაქტიკულად უკვე მიაღწია. ახლა უკვე ველოდებით დაღმასვლას, - ამის შესახებ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება აბსოლუტურად მშვიდი იქნება. მომდევნო კვირების განმავლობაში ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ის არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც ეს გასული ტალღის დროს იყო“, - განაცხადა მაია კაშიამ.
imedinews.ge