ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.
ამ დრომდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ მცირე ქვეყნების სიას, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოდ მიიჩნია. ესპანეთის სამეფოში უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული 2020 წლის 4 ივლისიდან იყო.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის ფარგლებში ესპანეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge