უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, - ამის შესახებ ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“, საგანგებო სიტუაციების კოორდინატორმა ალექს უეიდმა CNN-ს განუცხადა.
„ჩვენ გვყავს პერსონალი, MSF [Medecins Sans Frontières] პერსონალი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მარიუპოლში დ შევძელით მათთან კონტაქტის დამყარება, თუმცა ეს კონტაქტი დღითიდღე უფრო და უფრო რთული ხდება. მათ დაგვიდასტურეს, რომ სუფთა სასმელი წყალი ერთ კვირაზე მეტია ხელმისაწვდომი არაა,“- აღნიშნა ალექს უეიდმა.
მისი თქმით, მარიუპოლში იყენებენ თოვლისა და წვიმის წყალს. ბევრ ადამიანს არ აქვს საკვებიც.
„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა კატასტროფის ფაზაში ვართ,“- აღნიშნა ალექს უეიდმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის იმ თანამშრომლების ინფორმაციით, რომლებიც ამჟამად მარიუპოლში იმყოფებიან, ზოგიერთი ადამიანი მედიკამენტების დეფიციტის გამო იღუპება.
„შემდეგ ფაზაში ჩვენ დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ დეჰიდრატაციის და შიმშილისგან,“- აღნიშნა უეიდმა და დასძინა, რომ ქალაქში პანიკის გრძნობაა.
Ipn.ge